როგორ ამოვიცნოთ დისლექსია საშუალო სკოლაში
საჭიროა დისლექსიის სპეციალისტის კონსულტაცია და დიაგნოსტიკა.
ასევე არსებობს რამდენიმე ნიშანი, რისი ქრონიკულად ქონის შემთხვევაშიც შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დისლექსიასთან.
საშუალო სკოლაში მყოფ ახალგაზრდას შეიძლება ახასიათებდეს:
- არასწორი კითხვა
- მართლწერის პრობლემები
- ადგილების, დროისა და თარიღების აღრევა
- მათემატიკის ცხრილებისა და ფორმულების დამახსოვრების სირთულე
- ინსტრუქციების გამეორების საჭიროება
- „დაბნეულობა“ გრძელი სიტყვების გამოყენებისას
- ესეების დაგეგმვისა და წერის სირთულე
- თავდაჯერებულობის დაქვეითება და დაბალი თვითშეფასება
სკოლის სირთულე
საშუალო სკოლა დისლექსიის მქონე მოსწავლეებზე ხშირად უზარმაზარ ზეწოლას ახდენს. ეს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად:
- გაკვეთილზე წიგნების წაღების დავიწყება
- გრაფიკის მიხედვით, ცხოვრების ორგანიზების სირთულე
- რთული ინსტრუქციების არასწორად გაგება
- ჩანაწერების სწრაფად ჩაწერისა და სამუშაოს დროულად შესრულების პრობლემები
- მეხსიერების სირთულეები, რომლებიც გავლენას ახდენს შესწავლილი ფაქტების გამოცდებზე ეფექტურად ორგანიზებაზე
შედეგად, მოსწავლე შეიძლება:
- ძალიან დაღლილი და ნერვიული იყოს
- გამოიყენოს თავის არიდების ტექნიკა
- მოტივაცია და თვითშეფასება სწრაფად დაეცეს
- ზოგიერთ შემთხვევაში გამოავლინოს გამომწვევი ქცევა
მუდმივი ფაქტორები
დისლექსიის მრავალი მუდმივი ნიშანი არსებობს, რომლებიც თვალსაჩინოა სკოლის დამთავრების შემდეგაც:
- აშკარად კარგი ან ცუდი დღეები უმიზეზოდ
- არათანმიმდევრული წერილობითი ნამუშევარი
- არასწორი კითხვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გაგებაზე
- დავიწყება ყოველდღიურ ცხოვრებაში
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა და მშობლებმა კარგად გაიგონ დისლექსიის მქონე მოსწავლის სირთულეები და ძლიერი მხარეები. ეს ცოდნა უნდა ეფუძნებოდეს საკლასო პრაქტიკას და საჭირო დამატებით დახმარებას.
თუ ისინი მაინც ჩამორჩებიან, საჭიროა „დაჩქარებული წესით“ მიმართონ უფრო სპეციალიზებულ შეფასებას და მხარდაჭერას.