ჩვენი მუშაობა ეფექტურია, რადგან ორიენტირებულები ვართ მხოლოდ თქვენზე და თქვენს მიზნებზე.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ფოკუსირება მოახდინოთ მხოლოდ თქვენს განვითარებაზე. განვითარება კი ჩვენთან ნიშნავს, გახდეთ ის, ვინც გინდათ, რომ იყოთ და არ მიჰყვეთ სტერეოტიპულ პროცესებს. გეხმარებით გახდეთ ის, ვინც გინდათ, რომ იყოთ.
ჩვენი მწვრთნელი თანამგრძნობი და ამავდროულად მომთხოვნი პიროვნებაა, რომლის გონებაც მუშაობის პროცესში მიმართულია იდეებსა და გზების პოვნაზე, როგორ მიგიყვანოთ დასახულ მიზნამდე.
გეძლევათ სრულიად სხვაგვარი პერსპექტივა, გაიფართოვოთ თვალსაწიერი და უფრო სიღრმისეულად დაინახოთ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. ეს კი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, პირველი ნაბიჯის გადადგმამდე აუცილებელი წინაპირობაა.
მიზნების ჩამოყალიბების შემდეგ, ჩვენ ანგარიშვალდებულს გხდით საკუთარ თავთან და გადასადგმელ ნაბიჯებთან.
დროთა განმავლობაში თქვენ მიერ მიზნების მისაღწევად განხორციელებული დადებითი ქმედებები, მეორე მიზანი ხდება. ეფექტური მოქმედებები იქცევა სტრუქტურირებულ ჩვევებსა და სისტემებში , უწყვეტი ზრდისა და განვითარებისთვის.
ჩვენი მუშაობა არ არის მხოლოდ უკმაყოფილების მოგვარება და პრობლემების იდენტიფიცირება. ეს ასევე ეხება კმაყოფილებას თქვენი ძლიერი მხარეებით, თქვენი მიღწევებითა და პოტენციალით.
თქვენი მწვრთნელი იქნება ის ერთადერთი ადამიანი, რომლებსაც თქვენი ისტორია მხოლოდ თქვენი სამომავლო კეთილდღეობისთვის აინტერესებს.ის არ განგიკითხავთ და არ გაფასებთ, ის გაპოვნინებთ გამოსავალს. თქვენ ავსებთ ისეთ კითხვარებს, რომელიც განცდას გიტოვებთ, რომ ესაუბრებით და უსმენთ საკუთარ თავს.
ყველაფერი, რაც ხდება ყველა საჭირო სესიაზე, რჩება 100 %-ით პირადი და კონფიდენციალური. შესანიშნავი ადგილია იმ საკითხების განსახილველად, რომელთან განხილვა სხვაგან ნაკლებ ეფექტურია.
ჩვენ გეხმარებით შექმნათ რუქა, უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენთან მუშაობის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ და გაზომოთ შედეგი.